რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნება“ დღეს არის პირველი პოლიტიკური ძალა და აქვს მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდს მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

„შიდა კვლევებით პარტიას ამაზე ბევრად მეტი მონაცემები ექნება. „ქართული ოცნება“ რომ დღეს არის პირველი პოლიტიკური ძალა და აქვს მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს ყველასთვის ცხადია.

არ ვიცი, კონკრეტულად რამდენი ხმით, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და ეს არის ცხადი. ეს შიდა კვლევებითაც დასტურდება და თუ გინდათ გაიარეთ, შეხვდით მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ამაში თქვენ თვითონაც დარწმუნდებით. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები