კობახიძე – ბერძენიშვილზე: არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

“რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი. არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და, ასევე, პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას. პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში. ებრძვიან ჩვენ 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ა.შ. არ შეიძლება საზოგადოებაში ასე შუღლის გაღვივება. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს. ერეკლე II გალანძღა, დავით აღმაშენებელი და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები