ტრამპი წარდგენილ ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ ცნობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარდგენილ 37-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.

ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი თანაშემწე უოლტ ნაუტა.

წარდგენილ ბრალდებებს შორის 31 ბრალდება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონო შენახვას ეხება.

გარდა ამისა, ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტებისა და ჩანაწერების დამალვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები