თამარ ჩერგოლეიშვილი – ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს, ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს

უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს, ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში ენმ-ის დეპუტატის, ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.

„უარი რომ მივიღოთ სტატუსზე, ანი წითლიძე იტყვის, რომ ქართველ ხალხს უთხრეს უარი სტატუსზე?

და სამთავრობო პროპაგანდას აჰყვება, რომ ევროპას ქართველი ხალხი არ უნდა და დაუმსახურებლად სჯის?

ბელარუსი ხალხი არ იმსახურებს?

ბრმებზე გაყოლა გადაგჩეხთ.

გონებრივად ბრმაა ეს ხალხი.

ამიტომ ვართ ასეთ დღეში – ბრეიგელის ცნობილი ნახატია ბედკრული ქართული პოლიტიკა და ეს უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს, ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები