ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე

ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ 2 ივნისს დაკავებულებზე შესაძლოა, მათი მონიტორინგი განხორციელდეს და ისინი ამბობენ, რომ ამ დაკავებულების საქმეს შეისწავლიან.

„ესეც სახეა ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ისინი პროვოცირებენ. როგორ არ მაინტერესებს ახლა ხომ წარმოგიდგენიათ საერთოდ, ეს არის მარტივი პროვოკაციები, რომელზეც საერთოდ სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი. ვინც პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა იქნება დასჯილი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები