საქართველო ევროპის ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია, – ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა ადამოვამ განაცხადა.
მისი თქმით, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია მხარს უჭერენ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში.
„პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ბატონ შალვა პაპუაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ქვეყნები არის მეგობარი ქვეყნები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროგრესს და მის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
ჩვენ ასევე გვინდა ძლიერი სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაცია და რუსეთის მიერ ე.წ. „სახელმწიფოების“ შექმნა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა – სქემა, რომელიც რუსეთმა გამოიყენა აქ და სხვა სუვერენულ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა“, – განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.