“კურიერის” ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მლნ-ზე მეტი ჩაერიცხა

5 მილიონი რუბლი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან . “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა,- ამის შესახებ “კურიერის” მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა.

მათივე ინფორმაციით,  ჯამურად კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა.

ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები