შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სამივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.

როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორისაა ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან უკვე რამდენიმე დღეა მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქციები იმართება.

გუშინ პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან კარვის გაშლას ცდილობდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ბექა გრიგორიადისი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები