პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თუთბერიძე პარლამენტის კიბეებზე იჯდა და ხელში ეჭირა ბანერი წარწერით „ირაყლი“.

დამატებით ინფორმაციას „კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

რუსთაველის გამზირზე მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობდა.

ბექა გრიგორიადისი სამართალდამცველებმა გუშინ, 1-ელ ივნისს დააკავეს. ის საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან კარვის გაშლას ცდილობდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბექა გრიგორიადისი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები