რიში სუნაკი: უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის მხარდაჭერა დაადასტურა.

„მე ვეთანხმები ნატოს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია და რაზეც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

მისი თქმით, ის „ამაყობს“ უკრაინის მხარდაჭერაში დიდი ბრიტანეთის გამოცდილებით და დასძინა, რომ „სურს დარწმუნდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა წარმატებული იყოს“.

„გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების მექანიზმები უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომ ძალიან ძლიერ სიგნალს ვუგზავნით ვლადიმერ პუტინს, რომ არსად არ მივდივართ, ჩვენ აქ ვიქნებით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას – არა მხოლოდ. ახლა, არამედ მომავალ წლებშიც“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები