უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სულ მცირე, 484 ბავშვი დაიღუპა და 992 დაშავდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 484 ბავშვი დაიღუპა და 992 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

მათივე ცნობით, ომის დაწყებიდან დაზიანდა 2500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 256 მთლიანად განადგურდა.

„19,500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი შეიძლება იყოს გაცილებით უფრო მაღალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები