ნინო წილოსანი სოფელ ნავაზის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ნინო წილოსანი მოსწავლეებს ესაუბრა ქალების როლზე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრუქტურასა და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თანასწორობასა და ტოლერანტობაზე, გენდერული დისკრიმინაციის ფორმებზე და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იმ საკანონმდებლო ნორმებზე, რომელთა მიზანია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ქვეყანაში.

საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე საქართველოში და გენდერულ კვოტაზე. შეხვედრა გაიმართა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში. სოფელ ნავაზის სკოლის მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები