ილია დარჩიაშვილი: პრემიერმინისტრი მეორედ მონაწილეობს EPC-ის სამიტში და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ, ერთი მხრივ, ჩვენს გამოწვევებზე და, მეორე მხრივ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე

საქართველოს პრემიერმინისტრი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ფორმატში და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ, ერთი მხრივ, ჩვენს გამოწვევებზე და, მეორე მხრივ, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ საჭიროებებზე, რომლებიც დღეს ქვეყანას უდგას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი ესწრებოდა გახსნით ნაწილს და უკვე შემდგომ გადაინაცვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ და მთავარი განსახილველი საკითხი უსაფრთხოება იყო.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანება როგორც ვიცით, ახლად შექმნილი პლატფორმაა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და რომელსაც ევროკავშირის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ეს არის უკვე მეორე სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ახალი სივრცე, ნებისმიერი ახალი პლატფორმა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება, ჩვენთვის მისასალმებელია და სწორედ ამის დასტურია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ფორმატში და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ ერთი მხრივ ჩვენს გამოწვევებზე და მეორე მხრივ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, დღეს ლიდერებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ იმ ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციასა და მომავალზე, რომელთა საგარეო პოლიტიკაშიც ევროპული ინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რა თქმა უნდა, ესწრებოდა გახსნით ნაწილს და უკვე შემდგომ გადაინაცვლა მან მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში. მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ, შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავად თანათავმჯდომარეობდა დისკუსიებს. წელსაც მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი და პოლონეთის პრემიერმინისტრი. საკითხი ეხებოდა უსაფრთხოებას და ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები. ასევე, დისკუსიაში მონაწილეობდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი სხვა ლიდერებთან ერთად. საქართველოს პრემიერმინისტრს ჰქონდა მთავარი აქცენტები ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენი ყველას საერთო მიზანია – საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საჭიროება. სწორედ ამ გადაწყვეტილების და ამ საჭიროებების კონტექსტში გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტები, ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და ვფიქრობ, რომ ლიდერებისთვის, რომლებმაც მოუსმინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მათთვის გასაგებად იყო განმარტებული ჩვენი ქვეყნის გამოწვევები და საჭიროება და იმ გადაწყვეტილების აუცილებლობა, რასაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ჰქვია”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები