სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს.

„ედგარს რინკევიჩ, გილოცავთ ლატვიის ახალ პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას საქართველოსა და ლატვიას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ლატვიის სეიმმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, მომდევნო 4 წლის ვადით, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები