მუხრანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

პროექტით, მუხრანის 7 შიდა ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

ამ ეტაპზე, ზოგან ასფალტის საფარისთვის  საფუძვლის მომზადება ხდება, ზოგან კი ასფალტი იგება. ღვინის ქარხნის ქუჩაზე კი შპს ,,ერ ტე დე“-მ ასფალტის დაგება უკვე დაასრულა.

მუხრანის შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. აღნიშნული პროექტების საეთო სახელშეკრულებო თანხა მილიონ ლარს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები