ვახტანგ გომელაური: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ პოლიციელები – პირადად მე რიგითიდან დავიწყე, თითქმის ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს და ვიცი რა არის ხელმძღვანელობის, მინისტრის გვერდში დგომა

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ პოლიციელები. მე პირადად რიგითიდან დავიწყე, თითქმის ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს და ვიცი – რა არის ხელმძღვანელობის, მინისტრის გვერდში დგომა, როდესაც მართალი ხარ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ჩვენი პოლიციელების ღირსების შელახვის; საღებავების თავზე დასხმა, ფქვილის შეყრა, კვერცხების სროლა, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარ ვსაუბრობ. ამ მხრივ ადმინისტრაციული სასჯელი გავამკაცრეთ, რასაც მოყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი ჩვენი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანოების მხრიდან. ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ადმინისტრაციული კოდექსი გვაქვს ჩვენ ამ კუთხით შედარებით ყველა ევროპულ ქვეყანასთან. 15 დღეა მაქსიმუმ [პატიმრობა] განმეორებითზე, თუ ადამიანმა პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, არ დაემორჩილა. 10-ჯერ უფრო მძიმეა სასჯელი ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში – თვეებია პატიმრობა. ჯარიმის გადასახადიც ჩვენთან თუა პირობითად 2000 ლარი, იქ, სხვადასხვა შტატში არის 30000 დოლარი. ძალიან ძნელია, როდესაც პოლიციელი თვითონ არ არის დაცული და ამ დროს სხვა უნდა დაიცვას. [ამიტომ] გავამკაცრეთ ჩვენს ეს კანონი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ პოლიციელები. მე პირადად რიგითიდან დავიწყე, თითქმის ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს და ვიცი – რა არის ხელმძღვანელობის, მინისტრის გვერდში დგომა, როდესაც მართალი ხარ“, – განაცხადა მინისტრმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები