ვახტანგ გომელაური: ოპოზიციის მხრიდან ძალიან ხშირად არის განცხადებები, თითქოს გაიზარდა დანაშაული, თუმცა პირიქით, კლებაა – მით უმეტეს, ბოლო 3 წლის განმავლობაში

ოპოზიციის მხრიდან ძალიან ხშირად არის [განცხადებები], თითქოს გაიზარდა დანაშაული. თუმცა პირიქით, კლებაა. მით უმეტეს, ბოლო 3 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ​ნარკორეალიზატორების დაკავებები მომატებულია.

„ამ მიმართულებით პარლამენტში, ოპოზიციის მხრიდან ძალიან ხშირად არის [განცხადებები], თითქოს გაიზარდა დანაშაული. თუმცა პირიქით, კლებაა. მით უმეტეს, ბოლო 3 წლის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გახსნის მაჩვენებელი – 62% იყო შარშან. ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა, არასოდეს ყოფილა ასეთი. დაიკლო მძიმე დანაშაულებმა, როგორებიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ქურდობა. მომატებულია იარაღის უკანონო შენახვა, ტარება, გადაზიდვა, რაც პრევენციულია, რომ არ მოჰყვეს შემდგომი დანაშაულის ჩადენა. უკვე უკანონობაა, როდესაც გაუფორმებელ იარაღს ინახავ სახლში ან ატარებ თან. ეს მნიშვნელოვანი პრევენციაა. ამანაც გამოიწვია იმ მძიმე დანაშაულების კლება, როგორიცაა მკვლელობა.

ასევე ხაზი მინდა გავუსვა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. მომატებულია ამ მიმართულებით ​ნარკორეალიზატორების დაკავებები, ბოლო 2 წლის განმავლობაში მით უმეტეს. სამწუხაროდ, ესეც ისახება, როგორც დანაშაულის მატება სტატისტიკაში, თუმცა, ამ მხრივ, პირიქით, რაც მეტს დავაკავებთ ნარკორეალიზატორებს და უკანონო იარაღის შემნახველებსა და გადამზიდველებს, ეს პირიქით, პრევენციაა ჩვენთვის“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები