ვახტანგ გომელაური: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ამაყი ვარ, რომ ღირსეული პოლიციელები გვყავს

თითქმის 30 წელია ვმუშაობ ძალოვან უწყებებში, ყველაზე დიდი დრო შსს-ში გავატარე და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ღირსეული პოლიციელები გვყავს და ამ ათი წლის განმავლობაში მივედით იქამდე, რომ ბევრი რაღაც შეიცვალა. ბევრი გამოწვევებია, არამარტო დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტებში, რიგ შემთხვევაში სიცოცხლის გაწირვა უწევთ სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიციელი, (მათ შორის პირველ რიგში მე) ამაყი უნდა იყოს, რომელიც ატარებს ამ მუნდირს. დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ძალიან დიდი ბედნიერებაა თითოეული პოლიციელისთვის თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები