ეროვნული მუზეუმის პროგრამა – ,,აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში"

   საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამას – ,,აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში”. მრავალდარგობრივი პროგრამა განკუთვნილია VI-IX კლასების მოსწავლეებისთვის და შეხვედრები ყოველ შაბათს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება. პროგრამა ითვალისწინებს ლადო გუდიაშვილის შემოქმედების მაგალითზე მოზარდებს, პოეზიისა და მხატვრობის ურთიერთკავშირის აღმოჩენაში დაეხმაროს. განუმარტოს მათ, თუ როგორ შეიძლება, რომ პოეზია სახვითი ხელოვნების შთაგონების წყარო გახდეს. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ვიზუალური მასალის თანხლებით შეიტყობენ ბევრ საინტერესო ფაქტს მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული კულტურისა და თბილისის, როგორც „პოეტების ქალაქის“ ყოფის შესახებ. პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები