უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტში რუსული ძალების შეტევის ინტენსივობა შემცირდა.
მისივე თქმით, უკრაინის ძალები აკონტროლებენ ბახმუტის შემოგარენს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
„მტრის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა არსებითად შემცირდა, ვინაიდან ის ანაცვლებს „ვაგნერის“ დაჯგუფების ჯარს რეგულარული დანაყოფებით და ცდილობს, დაასტაბილუროს თავდაცვა ამ მიმართულებით. ჩვენი ჯარები თავიანთი მოქმედებებით საგრძნობლად ურთულებენ მტერს ამ პროცესს. ამავე დროს, მტრის საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობა არ შემცირებულა“, – წერს მალიარი „ტელეგრამზე“.