ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება მოხდა

U.S. KFOR soldiers stand guard in front of the municipality office, while ethnic Serbs gather to protest, in the town of Leposavic, Kosovo, May 29, 2023. REUTERS/Valdrin Xhemaj

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სამ მუნიციპალურ შენობაში შესვლა სცადეს.

ქალაქ ზვეჩანში, კოსოვოს პოლიციამ სერბი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები