“არა მხოლოდ ჩვენ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა თურქეთმა, გაიმარჯვა დემოკრატიამ” – ერდოღანი

მესამე ვადით თურქეთის პრეზიდენტად არჩეულმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ მოხდება გაერთიანება ეროვნული ფასეულობების მხარდასაჭერად.

ერდოღანმა ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

“ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩევლის ნებას, როგორც ყველა წინა არჩევნებზე ვაკეთებდით. არა მარტო ჩვენ გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა თურქეთმა, გაიმარჯვა დემოკრატიამ! 28 მაისს არჩევნებში დამარცხებული არ ყოფილა, თურქეთის 85-მა მილიონმა ადამიანმა მოიგო. დადგა დრო, ეროვნული იდეების სახელით გავერთიანდეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 52,16% მიიღო.

მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ ხმების 47,84% მოიპოვა.

ერდოღანმა თქვა, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლება მთელ დროს ქვეყნის განვითარებას მიმართავს. მან თქვა, რომ თურქეთის ყველაზე აქტუალური პრობლემა ინფლაციაა.

ერდოღანი ხელისუფლებაში 2003 წლიდან ჯერ პრემიერმინისტრის, შემდეგ პრეზიდენტის რანგში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები