ვაკის პარკის საქმე – სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

დღეს, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხებიან მოწმეები, მათ შორის მერიის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის წარმომადგენელი, რომელიც შესრულებულ სამუშაოს იბარებდა და აძლევდა შემდგომი სამშენებლო საქმიანობის ნებართვას.

შეგახსენებთ, რომ ე.წ ვაკის პარკის გახმაურებულ საქმეზე 9 პირია ბრალდებული. მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები