პუტინი – საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ: მადლიერებას ველოდი, მაგრამ ქარიშხალი ატეხეს

პირდაპირი ფრენების და რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების საპასუხოდ საქართველოში გამოწვეულმა მასობრივმა პროტესტმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაოცება გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

კრემლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხისგან მადლობას ელოდა. პუტინის თქმით, ქართველების რეაქცია მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

„ყოველთვის ჩემს კოლეგებს შორის ვცდილობ გავანაწილო ყველაფერი პოზიტიური, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება იყო და ჩემი წინადადებაც კი“, – განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე გარემოებამ განაპირობა.

„საკურორტო სეზონზე მსურდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას თავად საქართველოში და ცხადია თავად  ჩვენი ბიზნესისთვის… რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა, ჩემთვის სრულია მოულოდნელი იყო. მეგონა, რომ ყველა იტყოდა: „მადლობა შენ, კარგია“. არა, ამ საკითხს აბსოლუტურად გაუგებარი ქარიშხალი მოჰყვა. ძალიან უცნაურია, მართალი გითხრათ, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ მგონი მთლიანად დაკარგეს ჭკუა, გაუგებარია რაც ხდება “, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები