მივესალმები ყველა ქართველ ხალხს და ვუსურვებ, იყვნენ ჩვენთან და ყველა სხვა ევროპელ ერთან ერთად თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა.
„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მივესალმები ყველა ქართველ ხალხს და ვუსურვებ, იყვნენ ჩვენთან და ყველა სხვა ევროპელ ერთან ერთად თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში. ამას ვუსურვებ მთელ საქართველოს – და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. მაინც! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი ისტორიული ძალაა და ამ ძალის დამარცხება შეუძლებელია, დარწმუნებული ვარ ამაში. ოკუპანტი წააგებს. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, – განაცხადა ზელენსკიმ.