შსს-მ ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში მხოლოდ ერთი პირის დაჭრის ფაქტს ადასტურებენ.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით  მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ვაკეში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მამაკაცი დაჭრეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა და ტერიტორია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები