პოლიციამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ცხედარი აღმოაჩინა

   81 წლის ელს ბორტის ცხედარი ჰოლანდიაში, საკუთარი სახლის ავტოსადგომში აღმოაჩინეს. ადგილობრივმა პოლიციამ შემთხვევის ადგილი უკვე მოიკვლია. წინასწარი ინფორმაციით, ჰოლანდიის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ელს ბორტი უკანასკნელად პარტია „დემოკრატების“ ყრილობაზე იხილეს, სადაც ის საპატიო წევრის სტატუსით იყო მიწვეული. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის პარტიის შეხვედრებზე იშვიათად ჩნდებოდა. ელს ბორტი ნიდერლანდების სამეფოში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 1994-2002 წლებში იკავებდა. 2011 წელს მას დიდი როლი მიუძღვის ჰოლანდიაში ევთანაზიის ლეგალიზაციის დაკანონებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები