“შეჯიბრებაში, თუ ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მფლობელია, ვინ უფრო დესტრუქციული და რევოლუციურია, გაიმარჯვა კეზერაშვილის კლანმა” – ვოლსკი “ნაცმოძრაობაზე”
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში”არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ვოლსკი აცხადებს, რომ შეჯიბრებაში, თუ ვინ უფრო დესტრუქციული და რევოლუციურია, კეზერაშვილის კლანმა გაიმარჯვა.
“ნიკა მელია ცდილობს, რომ იმიჯი გადაარჩინოს “ნაცმოძრაობის” და ის ადამიანები შეინარჩუნოს გარშემო, რომლითაც ფიქრობდა, რომ შეცვლის სისტემას, რომელიც ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ სააკაშვილმა.
ჩვენ დღეს ვხედავთ 2 ფრთას, რომელმაც შეჯიბრებაში, თუ ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მფლობელია, ვინ უფრო დესტრუქციული და რევოლუციურია, ამ შეჯიბრებაში გაიმარჯვა კეზერაშვილის კლანმა,” – აცხადებს ვოლსკი.