პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის ძალიან მზაკვრული და ანტისახელმწიფოებრივი განწყობების ან გარკვეული ნარატივის შემოტანის მცდელობა, თითქოს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ხელს უშლიდეს და იყოს ტვირთი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. როგორც ჩანს, ასეთი დილემის დასმას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. საქართველოს ხალხისა და ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა: “თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ თუ მინდა, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?”.