პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა “Georgian Airways”-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამას მე ვერ შევაფასებ, ეს მათი დიალოგის საკითხია და ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ავიაკომპანიის განცხადებით, “ჯორჯიან ეარვეისი”, მიმდინარე წლის 20 მაისიდან, ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემთხვევაში, პირდაპირი რეისების შესრულებას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით იწყებს.
სალომე ზურაბიშვილმა „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, თამაზ გაიაშვილმა პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე დაშვებული არ იქნება.