,,შავნაბადას“ თეატრალურ დასში ოთარ ჭილაძის “წათეს წითელი წაღები“ დაიდგა

  დამოუკიდებელ საერო გიმნაზია ,,შავნაბადას“ თეატრალურ დასში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა გიორგი ჩახვაძემ ოთარ ჭილაძის პიესა “წათეს წითელი წაღები“ დადგა. წარმოდგენაში გიმნაზიის მეშვიდე და მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მანამდე დასმა რუსთაველის თეატრში ,,სამანიშვილის დედინაცვალი“ წარადგინა. თეატრალური დასი გიმნაზიაში უკვე სამი წელია არსებობს და მის წარმატებაში აქტიური წვლილი გიმნაზიის ადმინიტრაციას, დირექციას, კერძოდ, გიმნაზიის დირექტორს, გოჩა-გიორგი აბდუშელიშვილს მიუძღვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები