პარლამენტმა სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 90 ხმით, ერთხმად დაუჭირა.
„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის, სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ცნობილი იქნეს სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.