CNN: უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევისთვის მზადება დაიწყეს

უკრაინულმა ძალებმა მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ “ფორმირებული” ოპერაციები დაიწყეს.

ამის შესახებ CNN-ს დასავლელმა ორმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

“ფორმირებული” ოპერაციები მოიცავს დარტყმებს ისეთ სამიზნეებზე, როგორებიცაა იარაღის საწყობები, სამეთაურო ცენტრები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და მიზნად ისახავს ბრძოლის ველის მომზადებას შეტევისთვის. ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ძირითადი კომბინირებული ოპერაციების წინ.

აღინიშნება, რომ როდესაც გასული ზაფხულის ბოლოს, უკრაინამ წამოიწყო კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მას ასევე წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმები.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, საბრძოლო ველის ეს მოსამზადებელი მოქმედებები შესაძლოა, შეტევის ძირითად ნაწილამდე გაგრძელდეს.

ასეთი ოპერაციები ასევე შესაძლოა, იყოს მიმართული მტრის დაბნევისკენ.

11 მაისს BBC-სთან ინტერვიუშიბუკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევის დაწყებამდე „ცოტა მეტი დრო“ სჭირდება, რათა კიევმა დაპირებული დასავლური სამხედრო დახმარება მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები