ვორონეჟის სამხედრო პოლიგონზე დრონებით იერიშის შედეგად 14-მდე სამხედრო დაშავდა
ვორონეჟის ოლქში სამხედრო პოლიგონზე ორი დრონით იერიში მიიტანეს. როგორც ტელეგრამში რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა დაწერა, ორიდან ერთი დრონის მოგერიება მოხერხდა, მეორე ჩამოვარდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გებერნატორის თქმით, ვითარებას პირადად აკონტროლებს. ამასთან, ტელეგრამ-არხები იტყობინებიან, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა 14-მდე სამხედრო დაშავდა.