კურსკში აცხადებენ, რომ დრონი ჩამოაგდეს
კურსკის რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, რეგიონის თავზე დრონია ჩამოგდებული.
როგორც მან ტელეგრამში დაწერა, უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს, ხოლო მისი ფრაგმენტები სოფელ ტოლმაჩევოში ჩამოვარდა.
სტაროვოიტი წერს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანებულია სახლის გაზსადენი და ფასადი.