გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ს უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება სურს

უმსხვილესი გერმანული იარაღის კონცერნი – Rheinmetall მომავალში უკრაინაში საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და ტანკების წარმოებას გეგმავს.

დიუსელდორფში დაფუძნებული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ Rheinmetall უახლოეს რამდენიმე კვირაში გეგმავს უკრაინულ კომპანიებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი საწარმოს შექმნის ხელშეკრულებების გაფორმებას.

„ამგვარად, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას უკრაინას, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, შეძლოს თავდაცვა“, – ციტირებს პაპერგერს Handelsblatt-ი.

მისი თქმით, ახალ ქარხნებში ინვესტიცია უკრაინის სახელმწიფოდან განხორციელდება.

მაგალითის სახით მან მოიყვანა უკრაინაში Panther-ის საბრძოლო ტანკების დამზადების უკვე არსებული გეგმა.

Rheinmetall-ის ვარაუდით, წელიწადში 400-მდე მანქანის წარმოება იქნება შესაძლებელი.

პეპერგერის თქმით, კიევთან პროექტზე მოლაპარაკებები “პერსპექტიულია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები