ბლინკენი: უკრაინას აქვს რესურსი ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად

U.S. Secretary of State Antony Blinken delivers a speech during a visit at the Romanian Athenaeum in Bucharest, Romania, on November 29, 2022. - Blinken attends the meeting of NATO Ministers of Foreign Affairs in the Romanian capital. (Photo by Vadim Ghirda / POOL / AFP) (Photo by VADIM GHIRDA/POOL/AFP via Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ უკრაინას აქვს რესურსი, რომელიც საჭიროა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად მოსალოდნელი კონტრშეტევის დროს.

„მათ აქვთ ის, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ტერიტორიის წარმატებით დაბრუნება, რომელიც ძალის გამოყენებით მიიტაცა რუსეთმა ბოლო 14 თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ბლინკენმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიმს კლერლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ეს არ არის მხოლოდ იარაღი. ეს წვრთნაა. ეს დარწმუნებაა იმაში, რომ უკრაინელებს შეუძლიათ მოემსახურონ იმ სისტემებს, რომლებსაც ჩვენ ვაწვდით და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სწორი გეგმები, რათა იყვნენ წარმატებულნი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აღნიშნული კომენტარი ბლინკენმა იმავე დღეს გააკეთა, როდესაც აშშ-მ უკრაინისთვის დამატებითი 1,2 მილიარდი დოლარის დახმარება გამოაცხადა, რომელიც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და საბრძოლო მასალის მომარაგებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები