ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ღირებულებები, რადგან ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის

Ukrainian President Volodymyr Zelensky (R) and President of the European Commission Ursula von der Leyen shake hands after their press-conference following the talks in Kyiv on May 9, 2023. European Commission President Ursula von der Leyen arrived in Kiev on May 9, 2023, to mark Europe Day and show her support for Ukraine in the face of the Russian offensive, on the day Moscow commemorates the victory over Nazi Germany. (Photo by Sergei SUPINSKY / AFP) (Photo by SERGEI SUPINSKY/AFP via Getty Images)

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ეშინია ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის.

„ჩვენ ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დემოკრატიას, აზრისა და სიტყვის თავისუფლებას“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას.

„უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. რუსეთში პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ თქვენი წარმატებისა და მაგალითის, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეშინიათ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ რუსეთმა დრამატული მარცხი განიცადა, ხოლო უკრაინა წარმატებით ებრძვის მას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები