რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორიჰივზე საჰაერო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორიჰივზე საჰაერო იერიში განახორციელეს.

ოლქის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, მტრის აგრესიის შედეგად განადგურდა 10 კერძო სახლი და დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის კიდევ 20 საცხოვრებელი.

გარდა ამისა, საჰაერო იერიშის შედეგად 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე შენობების ნანგრევებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი დროულად ჩააქრეს და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჩაატარეს.

წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები