არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ერდოღანმა გამოაცხადა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასი 45%-ით გაიზრდება
თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა კენჭისყრამდე 5 დღით ადრე გამოაცხადა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 45%-ით გაიზრდება.
ამის შესახებ Anadolu წერს.
ხელფასის ზრდა თითქმის 700 ათას თანამშრომელს შეეხება.
“კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ ვზრდით ხელფასს 45%-ით, სოციალური შეღავათების ჩათვლით. ამრიგად, ჩვენ ვზრდით საჯარო მოსამსახურის ყველაზე დაბალ ხელფასს 15000 ლირამდე (703 ევრო)”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს იმ საჯარო მოხელეებისთვის 4-6%-იანი პრემიების შემოღებას, რომლებიც არ იღებენ სხვა შემწეობას.
“ჩვენ ასევე ვზრდით ისეთ გადასახადებს, როგორიცაა დამატებითი ანაზღაურება, სოციალური დახმარება, სტაჟის შემწეობა. ვისურვებ, რომ კოლექტიური ხელშეკრულება სასარგებლო იყოს ჩვენი თანამშრომლებისთვის და ინსტიტუტებისთვის”, – ციტირებს Anadolu ერდოღანის სიტყვებს.
აპრილში ერდოღანმა პირობა დადო, რომ ოჯახებს უფასო გაზით უზრუნველყოფდა.
თურქეთში არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართება, მეორე კი ჩატარდება 28 მაისს.