გიორგი ვოლსკი – ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე: მასშტაბური გამოძიება მიმდინარეობს

“მასშტაბური გამოძიება მიმდინარეობს და არაერთი სტრუქტურაა ამაში ჩართული საერთაშორისო დონეზე. ამასთან დაკავშირებით, რა განცხადებაც გააკეთა პროკურატურამ, ვფიქრობ ამ ეტაპზე უნდა ვიკმაროთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, საპროკურორო გამოძიების პარალელურად მიმდინარე ინფორმაციის შეგროვებაა, რომელიც მიზანმიმართულად გაავრცელეს საერთაშორისო დონეზე.

“რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ცნობილია დამნაშავედ ქართული ჯარის ძარცვის გამო და არ მგონია, რომ ის 5 მილიონი იყოს ის ერთადერთი თანხა, რომელიც მან საქართველოდან წაიღო, ვინაიდან, უმდიდრესი კაცი სწორედ სამხედრო მინისტრობის დროს გახდა. რაც შეეხება, BBC-ის ინფორმაციას, ეს უბრალო ჟურნალისტური გამოძიება არ არის, ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არის საპროკურორო გამოძიების პარალელურად მიმდინარე ინფორმაციის შეგროვება, რომელიც მიზანმიმართულად გაავრცელეს საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები