პრემიერი – ოპოზიციაზე: ეს ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ

ეს ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ, ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება.

“ზურა ჯაფარიძე, რომ ავიღოთ, ეს ადამიანი არის 1 %-იანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას, ეგ ცალკე საკითხია, თავის ახალგაზრდებს და მის მიერ შემოკრებილ, თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებებს ვუწოდო სისულელე და უბრალოდ არასერიოზული, ვინაიდან ეს 1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს რაც ხდება და ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. აი, ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. ქვეყანას ესენი მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ. ეს იყო მიზანი. ახლა ბატონი მეკითხებოდა, რომ არახამიას უნდოდაო, არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა, თქვენ გახსოვთ, თქვა, რომ ჩვენ, ანუ მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. თქვენ ქართველები ხომ ხართ?! ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ?! ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული?! ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თქვენს ქვეყანაში უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, რაც ხდება, კი უყურებთ უკრაინაში და თქვენ ამაზე პროტესტიც კი არ გაქვთ, რეაქცია არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ და იმეორებთ ერთსა და იმავეს”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები