გიორგი ღვალაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

   „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ღვალაძე უკვე ორი საათია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ღვალაძის განცხადებით, ის მზად არის გამომძიებელს მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. დღესვე პროკურატურაში იმყოფებოდა 2009 წლის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი გია კრიალაშვილის და. უწყებაში ამ დრომდე: ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე რჩებიან. მუხროვანის ბრალდებით გასამართლებულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მათი დაბარება ღვალაძის საკითხს არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები