პერუში, ოქროსმომპოვებელ მაღაროში ხანძარს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა
პერუში, “ლა ესპერანსას” ოქროსმომპოვებელ მაღაროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ვარაუდობენ, რომ ინციდენტის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ხანძრის გაჩენის დროს მეშახტეები 80-დან 100 მეტრამდე სიღრმეზე მუშაობდნენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროს გეოგრაფიული დაშორება: მისგან პოლიციის უახლოესი განყოფილება 90 წუთის სავალზეა, ხოლო უახლოეს ქალაქამდე მისასვლელად რამდენიმე საათია საჭირო.
“ლა ესპერანსას” ოქროს მაღაროს მართავს მცირე ადგილობრივი კომპანია – Yanaquihua, რომლის წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.