ტეხასში ავტომობილი ხალხში შევარდა, სულ მცირე – 7 ადამიანია დაღუპული
ტეხასის ქალაქ ბრაუნსვილში, მიგრანტებისა და უსახლკაროების ცენტრთან ახლოს, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ადამიანებს მანქანა დაეჯახა.
მომხდარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ექვსი პირი დაშავდა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა შორის მიგრანტებიც არიან.
მძღოლი დაკავებულია. თავდაპირველად, მედია პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ მისი ქმედება გამოზნული იყო. თუმცა, მოგვიანებით, ბრაუნსვილის პოლიციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, იყო თუ არა ხალხში შევარდნა მიზანმიმართული ქმედება.
საავადმყოფოში მძღოლიც არის გადაყვანილი, მას ალკოჰოლისა და ნარკომანიის შემოწმება უტარდება.