მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის პარალელურად, ლონდონში მონარქიის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის პარალელურად, ლონდონში მონარქიის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ანტიმონარქიული მოძრაობა „რესპუბლიკის“ წევრები ტრაფალგარის მოედანზე გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის კორონაციის ცერემონიალის დაწყებამდე შეიკრიბნენ.
„ის ჩვენი მეფე არ არის“, – სკანდირებდნენ აქტივისტები.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით – „ეს ქვეყანა ჩვენია“, ასევე დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის მეუღლის, მეგან მარკლის ფოტოები, წარწერით „ჩვენი გულების პრინცესა“.