რუსეთში ზახარ პრილეპინის მანქანა ააფეთქეს – უკრაინასთან ომის მხარდამჭერი და პროპაგანდისტი დაშავებულია

ზახარ პრილეპინის მანქანა ნიჟნი ნოვგოროდის რაიონში ააფეთქეს. უკრაინის ომის მხარდაჭერით ცნობილი ულტრაკონსერვატიული მწერალი დაშავდა. აფეთქებას მისი მძღოლი ემსხვერპლა. რუსეთის ხელისუფლება მომხდარში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული უწყება ავრცელებს.

სამაშველო სამსახურის ცნობით ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის ქვეში იყო დამონტაჟებული.

„ძირითადი ვერსია არის თვითნაკეთი რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურება. განიხილება სხვა ვერსიები, მათ შორის მანქანის გაუმართაობა“, – აცხადებენ სამაშველო დახმარების სამსახურში.

პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მომხდარში დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა.

„ფაქტი უკვე მოხდა: ვაშინგტონმა და ნატომ კიდევ ერთი საერთაშორისო ტერორისტული გაერთიანება გამოკვება – კიევის რეჟიმი. ბინ ლადენი, ISIS, ახლა ზელენსკი ავაზაკებით. მომხდარი შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის პირდაპირი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვლოცულობთ ზახარისთვის”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

პრილეპინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სამედიცინო დახმარებას უტარდება.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები