თამთა მელაშვილი „პენ ამერიკის მსოფლიო ხმების ფესტივალში“ მონაწილეობს

მწერალი თამთა მელაშვილი „პენ ამერიკის მსოფლიო ხმების ფესტივალის” მონაწილეა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მასშტაბური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში 10-13 მაისს გაიმართება. თამთა მელაშვილი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში – „ქალი მწერლები ომის შესახებ“.
„ომის შესახებ ძირითადად მამაკაცი ავტორები წერენ, თუმცა ქალები უფრო და უფრო ხშირად მოგვითხრობენ ამბებს კონფლიქტის ცხელი წერტილებიდან; წერენ მოთხრობებს, მემუარებს, პოეტურ კრებულებს და პიესებს ომის შესახებ… მათი შემოქმედება „ომის ლიტერატურის” მნიშვნელოვანი ნიმუშია. ეს პანელი წარმოგიდგენთ მწერლებსა და ვიზუალურ არტისტებს, რომლებიც აღწერენ საომარ კონფლიქტებს და მათ გამანადგურებელ ეფექტს საზოგადოებაზე“, – ნათქვამია ღონისძიების პროგრამაში.
2023 წლის პროგრამის მონაწილეებს შორის არიან ავტორები: ოტესა მოშფე, სამანტა შვებლინი, ჯერემაია მოსი, როქსან გეი, რეიჩელ კუშნერი, გიტანჯალი შრი, მეგი სმიტი, ჰალიდ ჰოსეინი, ბენ ოკრი და სხვა.
იხ, ბმული:
https://worldvoices.pen.org/session/women-writing-war/?fbclid=IwAR0lx5YVFD1FAud7NgfihMsIENfkePebZGgEt7lvByeFsyaAdYhaQEkx8_w

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები