დღეს გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე კარლ მესამის კორონაციის ცერემონია გაიმართება
დღეს გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე კარლ მესამის კორონაციის ცერემონია გაიმართება. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ქვეყანაში 11:00-ზე დაიწყება.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას სამეფო ოჯახის წევრები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და ცნობილი ადამიანები მიიღებენ.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ქვეყნის ახალი მონარქი გახდა.