კრემლი 9 მაისთან დაკავშირებით ტრადიციულ მიღებას წელსაც არ უმასპინძლებს
9 მაისს კრემლში ტრადიციული მიღება არ გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„არა“ – ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, იგეგმება თუ არა ღონისძიება მიმდინარე წელს.
აღსანიშნავია, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ხვდებოდა. მსგავსი ღონისძიება ბოლოს 2019 წელს გაიმართა.